02:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 15:16:39, 708 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

"ლაშა ხუციშვილმა მელინე არაკელიანს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო უწევს საქართველოს, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა.

ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.  შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics