|
2023-09-13 14:19:23, 1027 ნახვა
მსოფლიო
სტეფანიშინა - კიევი არ არის მზად, პოლონეთის იმპორტის აკრძალვას შეეგუოს
კიევი ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზებს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შეზღუდვის გაგრძელებისთვის და არ არის მზად, მიიღოს პოლონეთის ცალმხრივი აკრძალვა, ევროკავშირის წესების დარღვევით,- ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. სტეფანიშინას თქმით, უკრაინისა და ევროკავშირის 5 ქვეყნის მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის შიდა ბაზრისთვის. "უპირველეს ყოვლისა, უკრაინისა და ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის შიდა ბაზრისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შემოღებულ დროებით შეზღუდვებს პოლიტიკური ასპექტი აქვს. ჩვენი ლოგიკა ამ საკითხში მარტივია. გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ 3 000-ზე მეტ ევროპულ სტანდარტს და მოთხოვნას განვახორციელებთ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად და ჩვენთვის ამ კუთხით მუქარა მიუღებელია",- განაცხადა სტეფანიშინამ. მისივე თქმით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობები მხოლოდ ვაჭრობით არ შემოიფარგლება. "ჩვენს შორის არის სტრატეგიული პარტნიორობა და ეს არ არის დამოკიდებული კონკრეტულ პოლიტიკოსთა სახელებზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, მოქალაქეები, მათ შორის ომში მყოფი ქვეყნის ფერმერები, პოლიტიკური პროცესის მძევლებად ვაქციოთ",- დასძინა სტეფანიშინამ. ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა. აღსანიშნავია ასევე, რომ პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებს, გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)