18:30 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 13:35:13, 639 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულები სტუდენტები გახდნენ

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი  გახდა 16 მსჯავრდებული. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში ამოქმედდა „ციფრული უნივერსიტეტი", რაც მსჯავრდებულებისთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული. 

პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი" ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი მსჯავრდებულების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება; უმჯობესდება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის საშუალებები; დაკმაყოფილებულია ჩასაბარებლად მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველა საჭიროება.

განათლების მიღების მაღალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში დაეხმარება",-  ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics