|
2023-09-12 15:21:28, 657 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, რომლის მსხვერპლიც რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომლის სამიზნეც, მისივე განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ თავადაც გახდა. როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნა, საზოგადოებას მსგავსი „ფეიკ ნიუსების“ მიმართ შესაბამისი რეაქცია აქვს. „პარალელი მინდა გავავლო, როგორ ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ. აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით. ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ შოვში ჩემი შვილები. ეს ყველაფერი როგორ დაგიბრუნდათ ვნახეთ - ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული სტატუსებს დებდით, ვის მოუვიდა აზრად, რომ კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო. თქვენ თვითონ გაებით მახეში, რადგან ნახეთ, ამ სიბინძურეების გამო, თქვენ მიმართ როგორი იყო ხალხის რეაქცია. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა გქონდათ იმისი, რომ თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა პრემიერ-მინისტრის პირადი მიზნებისთვის. გქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანათ. მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ბევრჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. დღეს უკვე მიიღეთ კონკრეტული ინფორმაცია და ახალი ფურცელი დაიწყეთ პროპაგანდით",- თქვა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)