|
2023-09-12 15:01:50, 738 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს
იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ "ორი მიმართულებით მიიტანა იერიში" - "ერთი სააკაშვილის ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად და მეორე ახლანდელი პრეზიდენტის უდავო იმპიჩმენტის". "ორეტაპიანი "გაპრავების" მცდელობაა ძველი და ახლანდელი პრეზიდენტის. სააკაშვილთან დაკავშირებით ბიუჯეტის გაფლანგვის "გაპრავება" მოინდომეს და ზურაბიშვილთან დაკავშირებით იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს. ანუ, აბსოლუტურად სისულელით გამოძერწილი ამბავი, რაღაცა ფოკუსირებული ამბავი, დაბრალება, ტყუილი, დეზინფორმაცია და იმპიჩმენტის საფუძველიც გაუხდათ. ეს უკვე ახალი პრეზიდენტის "გასაპრავებლად", ბოდიში ჟარგონისთვის. აი, ასე მოქმედებენ. ორი მიმართულები მიიტანეს იერიში - ერთი იყო სააკაშვილის ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად, მეორე იყო ახლანდელი პრეზიდენტის უდავო იმპიჩმენტის... უდავო პრეცედენტის გადასაფარად. უფრო სწორად, უპრეცედენტობის და კონსტიტუციის უპრეცედენტო დარღვევის გადასაფარად. აი, ეს არის. ეს პროპაგანდა ემსახურება ამას. ხან "აპრავებენ" სააკაშვილს, მცდელობა აქვთ, უფრო სწორად, ხან ზურაბიშვილს და ა.შ."- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. აღნიშნულის შემდეგ, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმაც და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. სტრატკომის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე იმყოფება. დღეს, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. მისივე თქმით, შენატანი გაკეთებულია ტარიელ ღარიბაშვილის მიერ და ეს თანხა შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)