09:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 14:39:39, 733 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები საქართველოს მტრები არიან

კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროდეპუტატს არა საქართველო და მისი ევროპული გზა, არამედ "ნაციონალური მოძრაობა" აინტერესებს.

"ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - "ნაციონალური მოძრაობა".

კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები",- აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ  თუ "ქართულ ოცნებას" სურს, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალოს ქცევა. მისივე განცხადებით, “თუ უნდათ ასიამოვნონ კრემლს, უნდა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics