21:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 11:42:19, 634 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ფარულავას თქმით, რაჭის სტიქია და ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის "დანაშაულებრივ უმოქმედობასთან".

„რაჭის სტიქია და შოვში ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირში ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, ლევან დავითაშვილის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და კორუფციულ ინტერესებთან. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ რვა პასუხისმგებელ უწყებას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე 47 შეკითხვით მივმართეთ 11 აგვისტოს, თუმცა არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ვინაიდან ისინი მალავენ საკუთარ დანაშაულს. ამიტომ, ჩვენ ამ უწყებებს ვიბარებთ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით შეგვაქვს სარჩელი და მოვთხოვთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხებს კონკრეტულ კითხვაზე, თუ რატომ მიატოვეს შოვის ტრაგედიისას სამი საათის განმავლობაში ადამიანები. ადამიანები მთავრობამ დატოვა სტიქიის პირისპირ და ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირშია მთავრობის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და ჩვენ შედეგად მივიღეთ 32 დაღუპული, 2 დაკარგული და 2 ადამიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დროს გარდაიცვალა. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის ირაკლი ღარიბაშვილი“,- განაცხადა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics