|
2023-09-12 10:12:15, 728 ნახვა
საზოგადოება
Biodiversa+ საგრანტო კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით ჩატარდება
Biodiversa+ საგრანტო კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით ჩატარდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (NBS) ბიომრავალფეროვნებისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი პარტნიორი და თანადამფინანსებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება. „კონკურსის შესახებ გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე სამინისტროსა და ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის წარმომადგენლებმა ქართველ მეცნიერებს კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სოლომონ პავლიაშვილმა ევროპელ პარტნიორებს წლების განმავლობაში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ ბიომრავალფეროვნების მიმართულებით არაერთი პოზიტური ნაბიჯი გადადგა. „მოხარული ვარ, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების ევროპულ პარტნიორობას შეუერთდა. ეს არის წლების განმავლობაში, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგი. ეს არის დასტური იმისა, რომ მეცნიერების რეკომენდაციები, სამეცნიერო კვლევები უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში. აღნიშნული თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების მიმართულებით კვლევების ჩატარების გაცილებით მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რაც მოგვიანებით პოლიტიკურ დოკუმენტებში აისახება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეცნიერები კვლევებს ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ჩაატარებენ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კონსორციუმის შექმნა, სადაც ქართველ მეცნიერებთან ერთად ევროკავშირის წევრი 2 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. პირველ ეტაპზე განაცხადებს ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის ექსპერტები განიხილავენ, მომდევნო ეტაპზე კი ხმის მიცემის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება. საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პარტნიორობის Biodiversa+ (ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობა) წევრი 2023 წელს გახდა. ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის მიზანია ბიომრავალფეროვნების გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარების ხელშეწყობა და ჰარმონიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკის შემუშავება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)