|
2023-09-12 09:31:50, 679 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია
2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი. ბორელის თქმით, ევროკავშირის ვალდებულება, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას გულისხმობს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კიდვ უფრო გაძლიერდა. "ჩემი მესამე გზავნილი ეხებოდა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით: გვყავს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). მისია საზღვრის გასწვრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან პატრულირებს. ის ყოველდღიურად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე სიტუაციის დაკვირვებით, ინციდენტების შესახებ მოხსენებით და ზოგადად, შესაბამის ადგილებში ყოფნით",- წერს ბორელი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბორელმა ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)