09:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 22:31:45, 836 ნახვა

პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი

საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატი შეეცადა პოტენციური პარტნიორები სწორ გზაზე დაეყენებინა.

„საქართველოს ამ პერიოდებში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალური პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო - ის ამცირებს საკუთარ ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარ ამჟამინდელ პრეზიდენტს. ზურაბიშვილი დემონსტრატიულად ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და ექვემდებარება ყველაზე ამაზრზენ ქცევას ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics