|
2023-09-11 18:58:40, 606 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში ოპოზიციის წევრებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს ხვდება. პრეზიდენტმა უკვე გამართა კონსულტაციები "ლელო საქართველოსთვის" წევრ სალომე სამადაშვილთან, რის შემდეგაც უკვე ხატია დეკანოიძესა და ანა ბუჩუკურს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. პრეზიდენტი არის ძალიან შეშფოთებული, რომ ჩვენ დღეს ერთი მხრივ, გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა და ვხედავთ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ მათი კარი არის ღია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ მიიღოს და მეორე მხრივ ვხედავთ ღია, აშკარა საბოტაჟს, რომელსაც ეწევა დღევანდელი ხელისუფლება. პრეზიდენტის მსჯელობის თემა დღეს, ვფიქრობ, სხვადასხვა ხალხთან არის რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხალხმა, იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიიღოს, მიუხედავად "ქართული ოცნების" საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)