|
2023-09-11 15:29:38, 735 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციის განზრახ და უხეშ დარღვევაზე სათანადო რეაგირებაა საჭირო. "რაც შეეხება იმპიჩმენტის მომენტს, მნიშვნელოვანია ერთი რამ. როცა კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ძირითად კანონზე და მნიშვნელოვანია ერთი რამ, როცა ამ კანონის განზრახ და უხეში დარღვევა ხდება, ამას სათანადო შეფასება სჭირდება, ვინაიდან ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს საფუძველთან, მის კონსტიტუციასთან ქვეყნის დამოკიდებულება და მათ შორის, მომავლისთვის სიცხადის შეტანის აუცილებლობა არის, რაც ამ იმპიჩმენტის პროცესს განაპირობებს. რაც ამ დღეების განმავლობაში ამ ქმედებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციისგან, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უდიერად ეპყრობიან ეს ჯგუფები ჩვენს კონსტიტუციას, მათ შორის, როცა საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუცია კი შეიძლება დაირღვა, მაგრამ - ეს მაგრამ დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ დაწესებული წესების უხეში და განზრახი დარღვევის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და ამ ქმედებას სამართლებრივი შეფასება მისცეს... პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს. არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები იყოს შესაბამისი, ამიტომ მას მოვუწოდებ, კორექტული იყოს",- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ ვინც იმპიჩმენტის მომხრე იქნება, ის ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)