|
2023-09-11 12:04:48, 625 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მორიგი ბრალდებები რაღაც ახალი ბოდვაა - არ ვიცი, რა სერიოზული პასუხი გაგცეთ
არაფერი მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მას შოვთან გარკვეული ბიზნესინტერესები აკავშირებს. კალაძის თქმით, "ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ტრაგედიის პირველივე დღეებში აგორებული ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი შვილები შოვიდან ვერტმფრენით გამოიყვანა". „ეს რაღაც ახალი ბოდვაა. შოვში მომხდარი სტიქიის სახით, ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ქვეყანას თავს, რასაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს. არ ვიცი, რა სერიოზული პასუხი უნდა გავცე აღნიშნულ შეკითხვას. არც ის ვიცი, რა ბიზნესინტერესებზეა საუბარი, თუმცა არაფერი მიკვირს თქვენი ტელევიზიებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს, იმიტომ, რომ პირველივე დღეების განმავლობაში მაბრალებდით, თითქოს ვერტმფრენით ვისარგებლე შოვიდან ჩემი შვილების გამოსაყვანად და სხვები მივატოვე“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და არჩევნების გზით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. „მსგავსი სიბინძურითა და ცილისწამებით იყო თქვენი ტელევიზიები დაკავებული, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ყოველთვის მიიღებთ შესაბამის პასუხს, როდესაც ამის დრო მოვა. ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაგცემთ ყველა იმ ცილისწამებასა და სიბინძურეზე პასუხს, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდით“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)