18:43 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 10:52:30, 886 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კინგსი ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას იწყებს

„საქართველოს ბანკი“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე მესამე წელია რაც Kings International-ის მიერ საქართველოში გამართული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორია.  

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საგნობრივი ოლიმპიადებია, რომელშიც მონაწილეობა უკვე 700 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

წელს ოლიმპიადა სამ საგანში გაიმართება:

  • 15 ოქტომბერი - ინგლისური ენა
  • 5 ნოემბერი - ქართული ენა
  • 12 ნოემბერი - მათემატიკა

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მთავარ ღირებულებას განათლების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კინგსთან პარტნიორობით, წელსაც ვართ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორები. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოსცადონ საკუთარი თავი და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გაიცნონ ნიჭიერი ახალგაზრდები და ერთად შექმნან უკეთესი მომავალი. „საქართველოს ბანკი“ კი აქტიურად აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და კიდევ უფრო მეტი ახალი, საინტერესო ინიციატივის განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics