|
2023-09-10 15:50:12, 921 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - მანამდე გვერდები არ აუდგეთ, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოახერხონ
მანამდე გვერდები არ აუდგეს არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების შესახებ "ლელო საქართველოსთვის" განცხადებას. ოდიშარიას თქმით, მთავრობის მეთაურს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სახელმწიფოს ფინანსები არ გამოუყენებია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ყველაფერი კრისტალურად გამჭვირვალეა". "ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ 9 წლის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფო სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლისთვის... პრემიერ-მინისტრის მიერ კომერციული მიზნით შესრულებული ეს რეისი არის არა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯით, არამედ პირადი ხარჯით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი არის კრისტალურად გამჭვირვალე და აქედან "ხეირს ვერ ნახავთ" და კატას ვერ დაიჭერთ იმ ოთახში, სადაც ის არ არის... მანამდე გვერდები არ აუდგეს არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის",- განაცხადა ოდიშარიამ. შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. აღნიშნულის შემდეგ, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)