|
2023-09-08 15:04:44, 779 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, არ მოუსმინოთ
მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სისულელ იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოში რუსული პროპაგანდა მიზნად საზოგადოებაში უნდობლობის წარმოქმნას ისახავს. „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური, ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რაზეც ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია. როდესაც კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოდ, მათაც შეძლონ იმავეს კეთება, რადგან თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი, ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს, ეს მაჩვენებელიც უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იქნეს ხაზგასმით ახსნილი, განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის“, - განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)