21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 12:23:15, 716 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ბორელთან ხაზი გავუსვით, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით EU-ის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს

ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება.

"ვისაუბრეთ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა მაინც, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს.

მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილები. მნიშვნელოვანია, ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან საკითხების სათანადო შეფასება",- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, ბორელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics