|
2023-09-08 10:17:35, 612 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ის, რომ დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე 2012 წლამდე იყო, მტკიცდება, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით
ის, რომ დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე იყო 2012 წლამდე, მტკიცდება, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ბრეგაძის თქმით, სასამართლო ხელისუფლება არის ცალკე და ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. „ოპონენტების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა, ზოგადად, მთლიანად სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების მიმართ, და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლება არის ცალკე და ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. „ნაციონალური მოძრაობა" შეჩვეული იყო იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება ემორჩილებოდა მათი მინისტრების, ასევე, უშუალოდ იმჟამინდელი პრეზიდენტის პირდაპირ მითითებებს, და დღეს ეს სიტუაცია არ არის. ამაზე მეტყველებს მრავალი სტატისტიკა და, რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რომლებიც განხორციელდა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების გზით, და ის, რომ დღეს საქართველოში არის ბევრად უკეთესი სასამართლო, ვიდრე იყო 2012 წლამდე, მტკიცდება, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით, ეს არის ცალსახა!"– განაცხადა ბრეგაძემ. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მაგალითი მოიყვანა. „შეგვიძლია, მოვიყვანოთ მაგალითი უახლოესი წარსულიდან იმავე მსჯავრდებულ სააკაშვილის საკითხზე, როდესაც ქართულმა სასამართლომ მას უარი უთხრა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გასვლაზე და ამ მოტივით სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე. იმთავითვე ეს ყველაფერი შეირაცხა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ, როდესაც მსჯავრდებულის მხარემ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს ე.წ. შუალედურ ღონისძიებაზე, და ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა შუალედურ ღონისძიებაზე, რომ ის სამკურნალო მიზნით ყოფილიყო გაყვანილი საზღვარგარეთ, მათ, ასევე, მიიღეს უარი და ამით დადასტურდა ის, რომ რაც ქართულმა სასამართლომ თქვა, იყო შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან",- აღნიშნა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)