21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 10:13:24, 589 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე გახარიას გადადგომაზე - ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი

ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბრეგაძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარი იყო ის მოვლენები, რაც ნიკანორ მელიას „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხარდამჭერებთან ერთად მოჰყვა, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

„ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო მისი განცხადება, რომ, თუკი, თუნდაც, კანონიერი ღონისძიების აღსრულება საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან პოლიტიკურ სტაბილურობას, ის არ უნდა აღსრულდეს. ის სწორედ ამ მოტივით გადადგა. ეს გადაწყვეტილება რომ შევაფასოთ, გამოდის, რომ ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც გამაგრდება შენობაში, გააკეთებს მხარდამჭერების მობილიზებას, წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას და, თუკი არსებობს რისკები, კანონიერი ღონისძიება არ უნდა აღსრულდეს?! ეს იყო სახელმწიფოს უსუსურად წარმოჩენის მცდელობა. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა შემთხვევაში აღასრულოს სამართალი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „იმედი LIVE"-ს ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics