|
2023-09-07 21:21:47, 1026 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე არსად არ მივდივარ... ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს
მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ის ქართველმა ხალხმა აირჩიო იმის გამო, რომ ის ევროპული მომავლის მომხრეა. "მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. იმისთვის ამირჩიეთ, რაც მე ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება - ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, კორუფცია, ადამიანების გადინება, სრულიად უკონტროლოდ რუსების შემოსვლა, ეს ყველაფერი იქნება, შეიძლება არა გადაჭრილი, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)