21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 18:02:33, 668 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს

საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ რეფორმების საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ გასწია უზარმაზარი საქმიანობა და შრომა, იმისათვის, რომ საქართველოს 12 პუნქტი შეესრულებინა.

"საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა გასწია უზარმაზარი საქმიანობა, უზარმაზარი შრომა, იმისათვის, რომ საქართველოს შეესრულებინა 12 პუნქტი. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განეხორციელებინა ყველა ის სამართლებრივი, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სჭირდება 12 პუნქტის შესრულებას.

საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი რეფორმების. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, შესაბამისად არიან მონაწილეები ამ პროცესის, რომლებსაც ეს არ სურთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics