|
2023-09-07 17:09:15, 641 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ცოტახნის წინ დაეშვა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა. აღსანიშნავია, რომ დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ირაკლი დარჩიაშვილს შეხვდება. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)