05:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 13:45:54, 686 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან - დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა დიმიტრიოს კარაბალისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics