|
2023-09-06 09:26:00, 717 ნახვა
პოლიტიკა
პატელი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს, გაერთიანდნენ და იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად
საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად,- აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. პატელის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. „ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ჩვენც რაც ნათლად ვნახეთ არის ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა“,- განაცხადა პატელმა.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)