|
2023-09-05 11:43:32, 1162 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზარდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზარდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა“ პროგრამის ხელმისაწვდომობა და ბიუჯეტი 1 600 000 ლარით გაიზარდა და 3 900 000 ლარი გახდა. პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებთან და პაციენტებთან შეხვედრა ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე განიხილეს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) დაფინანსების საკითხები. ასევე, ძვირადღირებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. 2022 წლის 1 ნოემბრიდან აჭარაში ონკოქირურგია სრულად ფინანსდება. 2023 წლიდან - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება 100 % - მდე გაზარდა. კვლევა უფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან: • თარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტები, რომელთა ღირებულება არ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ფინანსდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად, თანაგადახდის გარეშე. • მოიხსნა თანხობრივი შეზღუდვა თითეულ მომართვაზე, გაიზარდა ასევე წლიური ლიმიტი - 35 000 ლარამდე. • გაიზარდა მაღლტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსების პროცენტული წილი სამინისტროს მხრიდან. • სრულად უფინანსდებათ ბენეფიციარებს ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. • გაიზარდა იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის შესაბამისი ლიმიტი. აღნიშნულ შემთხვევებში წლიური ლიმიტი გაიზარდა 25 000 ლარამდე. • ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავათ სოციალური სტატუსისა, კომპლექსური გენური პროფილირება უფინანსდება სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე, არაუმეტეს 6 000 ლარისა. • იმ პირების სამედიცინო მომსახურება, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი ფინანსდება 50 %-ით, იმ შემთხვევაში თუ პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად) ტოლია ან მეტია 3 000 ლარზე. 2013 წლიდან დღემდე - პროგრამის მოსარგებლეების მოცულობა გაიზარდა 2. 4 - ჯერ, ხოლო დაფინანსების მოცულობა 10 - ჯერ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)