|
2023-09-05 11:33:42, 556 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებს პროკურატურის ძირითადი ფუნქციების, საქმიანობისა და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სომეხ კოლეგებთან და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებით წარიმართოს. საქართველოს პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე, მზაობა გამოხატეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)