21:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 11:15:58, 680 ნახვა

პოლიტიკა
ფრიდი - მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე

მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე,- ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე ომს, ხვდება, რომ საქართველო საკმაოდ მოწყვლად ვითარებაში იმყოფება და არავის უნდა, რომ საქართველომ საკუთარი თავი რისკის ქვეშ დააყენოს.

"ყველა, ვინც აშშ-სა და ევროპაში თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე ომს, ხვდება, რომ საქართველო საკმაოდ მოწყვლად ვითარებაში იმყოფება და არავის უნდა, რომ საქართველომ საკუთარი თავი რისკის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს არ ენდომება, იყოს უკრაინისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელი. ყველას ესმის ეს. შესაბამისად, მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე. პირდაპირ არასწორია. ყველა, ვინც საქართველოს თვალს ადევნებს, ასევე ესმის მისი მოწყვლადობის საკითხი. საქართველოს უსაფრთხოებას გაზრდის მისი დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერება",- განაცხადა ფრიდმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics