|
2023-09-04 17:22:39, 1123 ნახვა
რეგიონი
კამპანიაში „გამომყევი აჭარაში“ ადგილობრივი ტურისტული ობიექტებიც ჩაერთვებიან
აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და სერვისის მიმწოდებლებს შეუძლიათ პროექტ „გამომყევი აჭარაში“ ჩაერთონ და კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს თავიანთი სერვისები შესთავაზონ. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა შეთავაზებები, ტურისტული ობიექტები და პროდუქტები საიტზე followajara.ge უნდა დაარეგისტრირონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების სერვისების პოპულარიზაციას, რეკლამას, მეორეს მხრივ კი კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს გაუმარტივებს რეგიონში მოგზაურობას. „პროექტი „გამომყევი აჭარაში“ ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალება აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. ვებგვერდზე followajara.ge ამ ეტაპზე 30-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მხოლოდ ტიკტოკზე კამპანიის ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში გამოქვეყნებულ კონტენტს უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. “გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანია აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე followajara.ge, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია. „გამომყევი აჭარაში“ კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)