|
2023-09-04 16:26:29, 727 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისი - საქართველო ევროინტეგრაციის მხრივ ლიდერი იყო, დღეს კი ჩამორჩება, ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას
ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა, იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის მხრივ ლიდერი იყო, დღეს კი ჩამორჩება და შესაძლოა, "საერთოდ გამოეთიშოს რბოლას". "ეს მხოლოდ ახლა არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად. ჩვენ ევროკავშირში რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, მივანიჭოთ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით დგას და ქართველი მეომრებიც თავს სწირავენ უკრაინელების მხარდამხარ. ამიტომ, გული გვტკივა, რადგან გვინდა, რომ ეს სტატუსი მივცეთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა ამ მთავრობას, რომელიც მას არ იმსახურებს. იგივე ხდება ნატოსთან დაკავშირებითაც. საქართველო იყო უპირველესი კანდიდატი და ახლა მას უკრაინამ გადაასწრო. უკრაინა ერთ ნაბიჯში დგას ნატოს წევრობიდან და მხოლოდ მოწვევა დარჩა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით და როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, საქართველოს პერსპექტივებიც გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება არა საქართველოს ამ მთავრობის, არამედ იმ მეომრების დამსახურებით, რომლებიც სისხლს ღვრიან უკრაინაში", - განაცხადა პავილიონისმა.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)