|
2023-09-04 14:53:53, 653 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ზურაბიშვილზე - არ გვაქვს მისთვის რაიმე უფლებამოსილების დელეგირების მოტივაცია
საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი და ზოგადად კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული,- ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, მისი მხრიდან მისთვის რაიმე უფლებების დელეგირება გაუმართლებელი იქნებოდა. „კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს. მე ერთი თვის წინ დაახლოებით, გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა მთავრობს არგუმენტაცია მოვიყვანო. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ, ქალბატონო პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას და მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან. ამის შემდეგ, ამას ადამიანი რომ მოისმენს, არამხოლოდ მთავრობის მეთაური და მინისტრები და პარლამენტის წევრები და მმართველი გუნდის წევრები, ბუნებრივია ჩვენ მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება გარდა იმისა რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, მეტსაც ვიტყვი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება სამწუხაროა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი და ზოგადად კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)