|
2023-09-04 11:15:16, 650 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი იმპიჩმენტზე - ეს არის შეცდომა - მთავრობას უნდა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობას
საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობს ევროპაში, რადგან ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მთავრობა კი, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს ცდილობს მას იმპიჩმენტი მოუწყოს. ვფიქრობ, ეს არის შეცდომა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა განაცხადა. კრამერის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით "მთავრობას სურს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროკავშირის წევრობას". "საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობს ევროპაში, რადგან საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მთავრობა კი, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს ცდილობს მას იმპიჩმენტი მოუწყოს. ვფიქრობ, ეს არის შეცდომა. ჩემთვის აქ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ძირი გამოუთხაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროკავშირის წევრობას. ჩემი აზრით, იმპიჩმენტი არ არის ბრძნული გადაწყვეტილება. მე მახსენდება ორი შემთხვევა, როდესაც შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს გამოვუცხადეთ იმპიჩმენტი. ეს პროცესი არის ისეთი, რამ, რომელიც ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს. ეს საქართველოს არ კანდიდატის სტატუსის მიღებაში არ დაეხმარება",- განაცხადა კრამერმა. ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)