|
2023-09-03 17:35:07, 1144 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი: შეცდომაა, რომ საქართველოში, ოკუპაციის შემდგომ თანმიმდევრული ქმედებები არ შესრულდა
საერთაშორისო დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან - ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. "დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი სხვა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, მანამდე, ვიდრე რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდებოდა. მაგრამ, ამ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სოლიდარობის ჩვენება და ნახვა, თუ რა ხდება. ყველა ჩვენგანისთვის საკმაოდ იმედგამაცრუებელია იმის ნახვა, რომ ამ დრომდე, ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმაზე, რასაც საქართველო რეალურად იმსახურებს. ყოველ ჯერზე, ვისმენთ, რომ ვითარება არ უმჯობესდება მიუხედავად იმისა, რომ თბილისში პოლიტიკური განვითარება ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, მაგრამ შედეგი ეს არის. ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია ევროპარლამენტსა და ევროპულ ინსტიტუტებში, ჯერ კიდევ ნულოვანია. აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რამდენად დიდი შეცდომა იყო, რომ საქართველოში, რუსეთის ოკუპაციის შემდგომ არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები. ახლა უკრაინაში, რა თქმა უნდა, ვხედავთ უზარმაზარ სოლიდარობას. მოქმედებს სანქციები, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით არ ვყოფილვართ ისეთივე თანმიმდევრულები, როგორც უკრაინაში, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო." - განაცხადა კრამონმა. ხვალ კი თბილისში გაიხსნება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ''პუტინიზმის დამარცხება.'' მაკკეინის ფონდის ორგანიზებით გამართული კონფერენციის მონაწილეები საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მთლიანად რეგიონისთვის "პუტინიზმის" დამარცხების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)