|
2023-09-01 14:28:23, 778 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი
პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობა,- აღნიშნულის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძეს თქმით, ყოველთვის, როდესაც ჩნდებაპოზიტიური შანსი, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ პროცესის საბოტაჟი. „ყოველთვის, როდესაც მინიმალური პოზიტიური შანსი ჩნდება, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი, “ქართული ოცნება” ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ პროცესის საბოტაჟი. იმპიჩმენტის დაყენება სხვა არაფერი არ არის, თუ არა სტატუსის პროცესის საბოტაჟი, საუბარი არის პრეზიდენტზე, რომელსაც არაერთი გადაწყვეტილებები უკეთებია 12 პუნქტიანი ვადების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ამიტომაც ერთადერთი მიზანი ამას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ის, რომ საბოტაჟი მოახდინოს კანდიდატის სტატუსის ეს ერთი და გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არის ქვეყანაში, აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, სხვა სოციალური ეკონომიკური საკითხები, გადაფაროს მათ შორის შოვის ტრაგედია და გვაყურებინოს პარლამენტში სპექტაკლს, რომელიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან”,- განაცხადა წითლიძემ. ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)