|
2023-09-01 12:37:28, 782 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა
პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა,- ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ ევროპაში ნებართვის გარეშე წასვლაზე რეაგირება, რომ არ ჰქონოდათ, ეს კონსტიტუციის შეურაცხყოფა იქნებოდა. "ამაში თავიდან ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტია დამნაშავე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც დაარღვია არაერთხელ და ბოლოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოინდომა წასვლა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით ანუ იმდენი თხარა, თხარა, რომ გამოთხარა იმპიჩმენტი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მას ჰქონდა ხოლმე შემთხვევები, როდესაც არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ ბოლო იყო იმდენად აშკარა და პრაქტიკულად თავზე გადახევა კონსტიტუციის საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ ამაზე არ რეაგირება იქნებოდა შეურაცხყოფა თავად კონსტიტუციისთვის",- განბაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)