21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 14:29:27, 535 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე გვარამიაზე - ასეთ ადამიანებს უფლება არ აქვთ, რომ ევროკავშირზე ისაუბრონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება.

კობახიძის თქმით, ეს იყო კიდევ ერთი წამოცდენა გვარამიას მხრიდან, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„მე შეგახსენებთ ვინ არის გვარამია: ის იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ჩართული იყო ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში, შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები არიან - ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი დაცილებულები არიან ევროპულ ღირებულებებს და სწორედ ისინი არიან - ანტიევროკავშირი“,- აღნიშნა კობახიძემ.

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვეს: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს.

არც ეს "მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოგვეცით" ვაჭრობა მგონია გამართლებული - ეს თან არასერიოზულია, თან კონტრპროდუქტიულია, თან უპასუხისმგებლოა და თან უკიდურესად გამაღიზიანებელი (ხშირად, შეურაცხმყოფელიც) ჩვენი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის "წველა", საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს“,- დაწერა გვარამიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics