15:02 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 16:50:50, 714 ნახვა

პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად ჩამოყალიბდა

„ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ერთგვარ პოლიტიკურ ფაროსანად. სადაც კი რაღაცის მოსავალი გაჩნდება ქვეყანაში, იქვე შეესევიან იქაურობას. თხილია, იქ ჩადიან, ყურძენია აქეთ ჩამოდიან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, გასული დღეების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გაუგებარი შინაარსის ბრალდებები გაჟღერდა.

„გუშინ და წინა დღეებში, არა მარტო მევენახეებთან სხვა მიმართულებებითაც გაჟღერდა ოპოზიციური პარტიებიდან აბსოლუტურად გაუგებარი შინაარსის ბრალდებები, სპეკულაციები, განსაკუთრებით აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთში თხილზე, აღმოსავლეთში ყურძენზე. ერთგვარი პოლიტიკური ფაროსანა რომ წარმოვიდგინოთ, სწორედ ასე იქცევიან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები და წევრები. აგულიანებენ ფერმერებს, ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს, წარმოუდგენელ შეთავაზებებს უკეთებენ, მაგალითად,  კახეთში ფერმერებს ეუბნებიან, რომ გასულ წელს ჩაუბარებელი და გაფუჭებული ყურძნის საფასური თურმე წელს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტმა გლეხებს და ფერმერებს. თუ არ ვცდები ყოველ კილოზე 20 თეთრი. როგორ წარმოგიდგენიათ, ჯერ ერთი ეს როგორ უნდა დავითვალოთ, შემდეგ როგორ უნდა გაიცეს. მასე შეიძლება წინა წლების ზარალის ძიებაც და გამოთვლაც დავიწყოთ, ასე ძალიან შორს წავალთ და ეს ხომ განუხორციელებელი შეთავაზებაა, აბსოლუტურად პოპულისტური და ვფიქრობ წინა საარჩევნოდ გაჟღერებული“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics