|
2023-08-25 13:43:09, 728 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ჩარჩენილი 6 უკრაინელის ბედს კიევში გადაწყვეტენ
ზემო ლარსზე ბუფერულ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ შეტყობინებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ აცნობა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში ალექსანდრე შულგას. „უკრაინის დროებითმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწოდებული ინფორმაციისა და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებმაც სასჯელი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოიხადეს, აქვთ უკრაინის შიდა პასპორტები, მაგრამ მათ იდენტიფიცირება და ნებართვა უკრაინის შესაბამისი ორგანოებიდან სჭირდებათ, რაც დამატებით დროს მოითხოვს. . როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ამ ფაქტს აცნობებს დედაქალაქს და დაელოდება მათ მითითებებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 16-17 აგვისტოს ღამეს ქართველმა მესაზღვრეებმა ექვსი უკრაინელი არ შეუშვეს საქართველოში, თუმცა ყველა მათგანი ტრანზიტს გეგმავდა საქართველოს გავლით. ექვსიდან ხუთი ყოფილი პატიმარია ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა უკანდახევის დროს რუსეთში წაიყვანეს სასჯელის მოსახდილად. და კიდევ ერთი უკრაინელი, რომელიც რუსეთში შევიდა და ფილტრაციის ბანაკში აღმოჩნდა, ახლა კი გაათავისუფლეს და ქვეყნის დატოვებას ცდილობს. სანამ უფლებადამცველები იბრძვიან, ცდილობენ უკრაინელების საკითხის გადაჭრას, რუსული უშიშროების ძალები მათ წაყვანას ცდილობენ, იუწყება Novaya Gazeta Europe.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)