20:06 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 13:36:20, 842 ნახვა

მსოფლიო
კადიროვი პრიგოჟინზე - მისი სიკვდილი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია

პრიგოჟინის სიკვდილი მისი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ევგენი ვიქტოროვიჩის ოჯახს და მეგობრებს,- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, კადიროვი სხვებისგან პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით გამოირჩეოდა. 

"ევგენი ვიქტოროვიჩთან ხშირად გვიწევდა ურთულესი საკითხების გადაჭრა. ის სხვებისგან გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით. მასთან შესაძლებელი იყო ნებისმიერ თემასა და პრობლემაზე მსჯელობა. ის ყოველთვის მზად იყო, რომ დაგხმარებოდა და მთელი გულთ, რეალურად გეხმარებოდა. ის სახელმწიფო მასშტაბის მნიშვნელოვანი პერსონა იყო. მაგრამ ცოტა ხნის წინ მან ან ვერ დაინახა, ან არ სურდა დაენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან მიმართებაში. სხვა ყველაფრის გადაწყვეტა მოგვიანებით შეიძლებოდა. მაგრამ ის ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით – აქ და ახლა... ეჭვგარეშეა, მან დიდი წვლილი შეიტანა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. მისი სიკვდილი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ევგენი ვიქტოროვიჩის ოჯახს და მეგობრებს",- წერს კადიროვი.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics