|
2023-08-24 14:27:38, 957 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით
აჭარის მთვრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს მიმართა, რომ როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში გატარდეს შესაბამისი სამობილიზაციო სამუშაოები. .აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს მათი ცნობით, მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასწავლებელთა წახალისებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ახალი პროგრამების და ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა 300 ათასი ლარი. პროგრამის მიზანია მასწავლებელთა წახალისება და ეფექტურად სწავლების შედეგების გაზრდა. გაგრძელდება ახალი პროგრამების დანერგვა, ინიციატივების, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას. ასევე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ მასწაველბლების მსგავსად, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში და დაუფინანსდებათ პროექტბში მონაწილეობა. “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით, შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების და ლექტორების გარდა, საჯარო სკოლების მასწავლებლებიც ისარგებლებენ და დაუფინანსდებათ სრულად საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომავალი თაობის განათლების ხარისხზე",- განაცხადა რიჟვაძემ. აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცის 25 მლნ. ლარიდან 33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)