|
2023-08-24 12:44:48, 971 ნახვა
მსოფლიო
ISW - პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო,- ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პრიგჟინის მკვლელობა "ვაგნერის" როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბოლო ნაბიჯი იყო. "როსავიაციამ" 23 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. გარდა ამისა, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ მეორე თვითმფრინავი Embraer, რომელიც ვაგნერს ეკუთვნის, მოსკოვიდან გაფრინდა, თუმცა მალევე ოსტაფიევოს აეროპორტში დაეშვა - ზუსტად იმ დროს, როცა პრიგოჟინის თვითმფრინავი აფეთქდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი აჯანყების წუთიდან ანადგურებდნენ "ვაგნერს" და პრიგოჟინის ძალაუფლებას ასუსტებდნენ, ხოლო "ვაგნერის" მეთაურის მკვლელობა იყო "ვაგნერის" როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბოლო ნაბიჯი. პრიგოჟინის და უტკინის მკვლელობა დიდ გავლენას იქონიებს "ვაგნერზე", როგორც ბრენდზე. გარდა ამისა, მეთაურებს და მებრძოლებს ლიკვიდაციის შიში ექნებათ და დემორალიზებულები იქნებიან", - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, გუშინ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)