21:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 16:05:02, 1036 ნახვა

მსოფლიო
Reuters - რუსეთის მიერ დრონებით იერიშის შედეგად საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა

რუსი ოკუპანტების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის ვიცე პრემიერის, ალექსანდრ კუბრაკოვის თქმით, რუსეთის თავდასხმის შედეგად პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.

„რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“,- წერს კუბრაკოვი Telegram-ზე.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა და სამი საათის განმავლობაში გრძლდებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics