|
2023-08-23 10:09:33, 1262 ნახვა
პოლიტიკა
მედვედევი - „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება ძველებურად პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს“
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია. და სავსებით შეიძლება მისი რეალიზება, თუ საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სტატიას აქვეყნებს. სტატია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლის აღიარების თარიღიდან 3 დღით ადრე გამოქვეყნდა და 2008 წლის შემდეგ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხება. "არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ძველებურად მზად ვართ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით გადავჭრათ. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურად გამოიკვეთება, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია. და სავსებით შეიძლება მისი რეალიზება, თუ საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება",– წერს მედვედევი. მედვედევის თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა თბილისზე თავდასხმა მაშინ შეაჩერა, როცა საფრთხეების აღმოფხვრა მოახერხა. "დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო",- აღნიშნულია სტატიაში. მისივე თქმით, "საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ოსი ერის შეუფარავ გენოციდს ასრულებდა და ამ აგრესიის მიზანი სამხრეთ ოსეთის მტრულ სახელმწიფოს საზღვრებში დაბრუნება იყო".
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)