19:40 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 08:52:42, 1451 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსებაა

სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსება და კლასიკური ოკუპანტისა და კრიმინალის სამართლებრივი დაუსჯელობაა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი ინვესტიციაა ომის შემდგომ ეტაპებში.

'ნათელია, რომ განმეორებითი საბედისწერო შეცდომები კაცობრიობის ისტორიის უბედურებაა. თუმცა, ჯერ კიდევ აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი კომპრომისი, ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი ინვესტიციაა ომის შემდგომ ეტაპებში. სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა არის არა მხოლოდ წახალისება, არამედ უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსება და კლასიკური ოკუპანტისა და კრიმინალის სამართლებრივი დაუსჯელობა",- წერს პოდოლიაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics