|
2023-08-22 22:29:01, 6456 ნახვა
Lifestyle
იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი პოპ მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA იტყობინება. კუტუნიო დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს მდგომარეობის გაუარესების გამო. მომღერლის სრული სახელია სალვატორე კუტუნიო. წარმატება მას 1970-იანი წლების შუა ხანებში მოვიდა, როდესაც მისი სიმღერების შესრულება დაიწყო ფრანგული სცენის კორიფეებმა, ისეთებმა როგორიც იყო ჯო დასენი. კუტუნიო ფლობს ისეთ ჰიტებს, როგორიცაა "Et si tu n'existais pas", "Salut" და "L'Été indien". როგორც კომპოზიტორის სხვა ვარსკვლავებმაც შეასრულეს კუტუნიოს სიმღერები - მათ შორის იყვნენ ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიუ, დალიდა. 1980 წელს კუტუნიომ გაიმარჯვა კონკურსში სან რემოში და შემდგომ წლებში მან არაერთხელ მოიგო პრიზები. სან რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები "L'italiano" და "Serenata" კარგად იყო ცნობილი საბჭოთა პოპ-მოყვარულებისთვის. კუტუნიომ საქართველოში არაერთი კონცერტი გამართა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)