|
2023-08-21 17:34:07, 1015 ნახვა
პოლიტიკა
არძინბა - სააკაშვილს, მაგ გამოთაყვანებულს, რევანში სურს - არანაირი რევანში არ იქნება
ბატონ სააკაშვილს, მაგ გამოთაყვანებულს, უკაცრავად, გამოთქმისთვის, სურს რევანში, თუმცა, ცხადია, არ იქნება არანაირი რევანში,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. არძინბას თქმით, ისეთი ხალხი, როგორიც სააკაშვილია, ხელისფლებაში დაბრუნებისთანავე საზღვარზე პროვოკაციას მოაწყობენ და ამერიკელების დავალებით შეიარაღებულ კონფლიქტს გააღვივებენ.. "ჩვენ რუსეთის რუკაზე ვართ.. ჩვენ არ ვართ არც ამერიკულ და არც ევროპულ, არც თურქეთის რუკაზე. ჩვენ პრაქტიკულად არც ერთ რუკაზე არ ვართ, გარდა რუსულისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები ამ უსამართლობის დაძლევაში გვეხმარებიან. ჩვენ მოვახერხეთ ძალიან სერიოზული სახელშეკრულებო და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება. ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი 2008 და 2014 წლებში. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. [...] საზღვარზე შედარებით შვიდი და სტაბილური სიტუაციაა, თუმცა, ჩვენ მომსწრე ვართ, რა ხდება საქართველოს თავს. სამწუხაროდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე დანახარჯები მნიშვნელოვანია, რაც ჩვენთვის საგანგაშო სიგნალია. სანაგაშოა ისიც, რომ ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ ქართული რადიკალური ჯგუფები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს. კარგად ვიცით ისიც, რომ ისეთი ხალხი, როგორიც სააკაშვილია, ელოდებიან მათ დაბრუნებას საქართველოში იმისთვის, რომ ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და პირველი, რის გაკეთებასაც გეგმავენ, ეს ჩვენი ინფორმაციაა, არის პროვოკაცია სწორედ საზღვარზე და ამერიკელების დავალებით შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივება. ბატონ სააკაშვილს კი, მაგ გამოთაყვანებულს, უკაცრავად, გამოთქმისთვის, სურს რევანში, თუმცა, ცხადია, არ იქნება არანაირი რევანში, - დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაგროვოთ საჭირო ოპერატიული ინფორმაცია, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ სერიოზული ანალიტიკა და დასკვნები და მივიღოთ დროული, შესაბამისი გადაწყვეტილებები",- განაცხადა არძინბამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)