|
2023-08-19 17:24:16, 945 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი თეოდორე - მინდა განსაკუთრებულად დავლოცო ბატონი ბიძინა ივანიშვილი
მინდა განსაკუთრებულად დავლოცო ბატონი ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) განაცხადა. მიტროპოლიტმა თეოდორემ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მადლობა გადაუხადა მათ. "მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იშრომა ამ შესანიშნავი ტაძრის ასაშენებლად. მე მინდა განსაკუთრებულად დავლოცო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც ააშენა ეს ტაძარი და რა თქმა უნდა, არა მარტო ეს ტაძარი, მათ მრავალი ტაძარი აქვთ აშენებული საქართველოში, მრავალი ძველი ტაძარი არის რესტავრირებული და ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ტაძარი მთელი საქართველოსთვის, აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც იყო აწყურის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი იყო დავანებული ამ ტაძარში, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. უკვე თითქმის მთავრდება, გუმბათის გადახურვა მიმდინარეობს და ალბათ ახლო მომავალში აწყურის ტაძარიც იქნება და რა თქმა უნდა, ეს ტაძარიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით კეთდება. ასევე, ეს შესანიშნავი მონასტერი, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით აბასთუმნელებს, რა მძიმე მდგომარეობაში იყო 2008 წლის ხანძრის შემდგომ, უმძიმეს მდგომარეობაში და დღეს უკვე თითქმის განსრულებული არის და მე მინდა ამ სიკეთისთვის და ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის აკეთებს, ყველა ამ სიკეთისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, მის მთელ დიდ ოჯახს, რომელიც ასევე განსაკუთრებულია და განსაკუთრებულად იცავს ყველა იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შემოუნახავს და ცხოვრობს ამ ტრადიციით და არის მოყვარული ღვთისა და ღვთის გზაზე მავალი ოჯახი",- განაცხადა მეუფე თეოდორემ, რომლის კოემნტარსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)