01:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 16:57:06, 806 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - პუტინი პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის ხალხს და არმიას სწირავს

პუტინი აპირებს, მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის, ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება,-ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ მედიასთან El Pais-თან საუბრისას განაცხადა.

ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებით „თითქმის ყველაფერში შეცდა“

"პუტინი პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის თავის ხალხს და არმიას სწირავს. ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება",- განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ბოლო მოლაპარაკებები და ხაზი გაუსვა ჩინეთის მონაწილეობასაც.

"ჩინეთი ხმამაღლა არასდროს იტყვის, რომ ამცირებს მხარდაჭერას რუსეთისადმი ან ხელს უწყობს მის აშკარა დამარცხებას. პეკინი სულაც არ არის კმაყოფილი არსებული ვითარებით, ყოველ შემთხვევაში, ბირთვული იარაღის შეხსენებით...

უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც „ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი",- დასძინა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics