|
2023-08-18 11:10:01, 1483 ნახვა
პოლიტიკა
შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს აღარ აღიარებს
შვეიცარია უერთდება ევროკომისიის მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ,- ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადების მიხედვით, ქვეყანა არ გასცემს შენგენის ვიზას და არ დაუშვებს შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტით უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. "უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით”,- აღნიშნულია განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, დიპლომატიური და ჩვეულებრივი პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები აღარ იქნება აღიარებული. "ჩვეულებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის მოწმობები, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნება აღიარებული",- ვკითხულობთ განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღები რეგიონზე იქნება დამოკიდებული, ხოლო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში, თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)