02:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 12:01:08, 1093 ნახვა

მსოფლიო
სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა

ოდესის პორტიდან სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით პირველი გემი გავიდა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

კუბრაკოვის თქმით, გემი ოდესის პორტში 2022 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა, ახლა კი, ბოსფორისკენ მიემართება.

„საკონტეინერო გემმა JOSEPH SCHULTE (ჰონკონგი) დატოვა ოდესის პორტი და მოძრაობს სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით",- წერს კუბრაკოვი სოციალურ ქსელში.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გემს 30 000 ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის საკვები პროდუქტები გადააქვს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა, უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics