16:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 16:26:43, 713 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი მამისონის სასაზღვრო სექტორში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მინისტრი სტიქიის ზონიდან მამისონის სასაზღვრო სექტორზე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაური რაჭაში, სასაზღვრო სექტორში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. მინისტრი ასევე სექტორში მომუშავე მესაზღვრეებს შეხვდა, გაესაუბრა და მათგან მოისმინა სასაზღვრო სექტორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.

"სტიქიის ღამეს, მამისონის სექტორში მომუშავე მესაზღვრეებმა 8 ადამიანის, სასაზღვრო სექტორში უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყვეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ მთელი ღამის განმავლობაში.

მამისონის სასაზღვრო სექტორში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics